ეკონომიკა

ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი - საქართველოს ევრაზიის რეგიონში მნიშვნელობა ენიჭება

02.07.18 19:45


ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანის ედვარდ იაო თენგის განცხადებით, "თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰონკონგსა და საქართველოს შორის სასარგებლო, ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია".

ამის შესახებ ედვარდ იაო თენგმა შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი ეკონომიკები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან - ჩვენ ვართ აზიის დიდი კონტინენტის კიდეში, ხოლო საქართველო ევრაზიის რეგიონია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ხედვა და რწმენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკების განვითარებას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც,“ - აღნიშნა ედვარდ იაო თენგმა

ედვარდ იაო თენგ ვას განცხადებით, „ჰონგ-კონგში ადამიანებმა შეიძლება ბევრი რამ არ იცოდნენ საქართველოს შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისუფალივაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პროცესს, რომ ჰონგ-კონგი ევრაზიის გულში მნიშვნელოვნად იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს ისეთივემნიშვნელობა ენიჭება ევრაზიის რეგიონში, როგორც ჰონგ-კონგს - აზიაში.“

„სულ ახლახანს გადავხედე Heritage Foundation-ის ინდექსს. ამ შეფასებით ჰონგკონგი უკვე 24 წელია პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველო ამ რეიტინგში მე-16პოზიციაზე 180 ქვეყანას შორის. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია,“ -განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა. მან ძალიან მაღალი შეფასებ მისცა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმების გაფორმებას, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა.

„ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი იმ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისთვის, რომლებსაც მომავალში გავაფორმებთ.ამგვარი ხელშეკრულებები უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური სავაჭრო სისტემის პირობებში, სადაც პოტენციალი ულევია. შეთანხმების მაღალისტანდარტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სავაჭრო პოტენციალის. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლიაგავიდეთ ჯერ ევრაზიის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით იწყება ჩვენიეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, რომელიც ორივე ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს,“ - განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკურიგანვითარების მდივანმა.

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 28 ივნისს, ჰონგ კონგში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ფარგლებშიმოეწერა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები