ეკონომიკა

იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი

19.07.18 15:45


საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ. აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2013-2018 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 644.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.2 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 367.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 276.7 მლნ. აშშ დოლარი (26.3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.1 პროცენტი და იმპორტში 29.1 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 27.3, 24.4 და 28.3 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32.5 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში 30.3 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 037.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 33.9 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 720.1 მლნ. აშშ დოლარი (50.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 317.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (26.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.0 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 45.2 პროცენტი და იმპორტში 30.0 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 31.6, 38.5 და 29.2 პროცენტი). 2018 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-ივნისში 24.3 პროცენტი).




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები