ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4454 ლარი გახდა

23.07.18 21:10


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4454 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4454 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4417 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8638 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8436 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები