ეკონომიკა

ტაქსის მანქანების ფერზე შეზღუდვები დაწესდება

24.07.18 20:00


2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების შეზღუდვაზე, - ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული რეგულაციების მიზანი მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლად შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა.

მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები