ეკონომიკა

საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

22.08.18 21:40


თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და იაპონიას შორის პირველადი კონსულტაციები 2017 წლის მაისში შედგა, რომლის დროსაც მხარეებმაერთმანეთს გააცნეს პრაქტიკა ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, აგრეთვე ის მიდგომები დაპრინციპები, რაც ორივე ქვეყნისთვისაა აქტუალური.

დღემდე სულ ოფიციალური მოლაპარაკებების 3 რაუნდია ჩატარებული.

უწყების ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისგამყარებას, რაც წაახალისებს იაპონელი ინვესტორების ინვესტიციებს საქართველოში.

იაპონია ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ერთერთი აქტიური პარტნიორი ქვეყანაა.

პირველი იაპონური ინვესტიციასაქართველოში ჯერ კიდევ 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2007-2017 წლებში სულ ჯამურად განხორციელდა 152.16 მლნ. აშშ დოლარისოდენობის ინვესტიცია.

მხოლოდ მიმდინარე წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელდა 16.21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-იანი მატებაა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები