ეკონომიკა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს და KfW-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

23.08.18 18:15


საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ოლაფ ზიმელკამ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

საგრანტო ხელშეკრულების ოდენობა 460 000 ევროს შეადგენს, რომელიც გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა.

აღნიშნული გრანტი მოხმარდება KfW-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამატებით კვლევებს.

KfW-ს მიერ დაფინანსებული ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის გზით ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებას, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას.

პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020-21 წწ. იგეგმება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები