ეკონომიკა

საქართველომ წელს ექსპორტზე 60 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაიტანა

09.10.18 14:30


2018 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ღირებულება 22%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 60 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია. ამ პერიოდში ქვეყანამ მსოფლიოს 53 ქვეყანაში 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

ქართული ღვინის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (37,06 მლნ ბოთლი), უკრაინა (6,7 მლნ ბოთლი), ჩინეთი (4,8 მლნ ბოთლი), ყაზახეთი (2,6 მლნ ბოთლი) და პოლონეთი (2,4 მლნ ბოთლი).

ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება — საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი იაპონიაში 68%-ით, პოლონეთში - 32%-ით, დიდ ბრიტანეთში — 22%-ით, რუმინეთში -390%-ით, ჩეხეთში — 69%-ით, გერმანიაში — 22%-ით გაიზარდა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, ხოლო 24 ქვეყანაში - 287 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები