საზოგადოება
11.10.18 12:50
ავღანეთში, მიმდინარე წლის ივლისში საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით 9 სამხედრო მოსამსახურეს ბრალი წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე 10 ოქტომბერს იმსჯელა და 9-ვე სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„2018 წლის 30 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, აშშ კონტიგენტის სამხედრო პოლიციის მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება 2018 წლის 24 ივლისს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ საავიაციო ბაზა „ბაგრამი“-ს ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. „PX“-ს ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 2952.29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები იგივე ბატალიონის სხვა 4 თანამზრახველთან ერთად იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში ასევე ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 3599.60 აშშ დოლარის ნივთებს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე მაღაზიაში მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა. ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მყისიერად მოხდა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირების მივლინების შეწყვეტა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნება.
საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩატარდა ყველა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოიკითხა 20 პირი, მოხდა ორივე მაღაზიაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება, განხორციელდა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, მაღაზიებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, მოწმეთა ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე ამოღებული იქნა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირთა მობილური ტელეფონები, ასევე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. 9 სამხედრო მოსამსახურისთვის წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს მოიცავს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
გამოძიება კვლავ გრძელდება.
ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან მტკივნეულად იქნა აღქმული. ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედება კი არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან“, – წერია განცხადებაში.
წყარო : /www./news.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24