საზოგადოება

ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში გაიმართა.

11.10.18 13:45


ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media” -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

ფესტივალს „Meiburg Wine Media”-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა.

ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. ფესტივალი მოიცავდა მასტერკლასებს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები