ეკონომიკა

საქართველოდან თურქეთში ხორცის ექსპორტის ზრდა განიხილება

30.10.18 12:15


თურქეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის სოფლის მეურნეობისა დამეტყეობის მინისტრს ბექირ პაკდემირლის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას. კერძოდ, მინისტრებმა განიხილეს ხორცის ექსპორტის ზრდა საქართველოდან თურქეთში.

გიორგი ქობულიას განცხადებით, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკვე დაავალა სპეციალურ სამსახურს, რომ საქართველოში გამოიგზავნოსკომისია, რომელიც წამყვანი ადგილობრივი ხორცკომბინატების ფიტოსანიტარულ ნორმებს შეისწავლის.

„ვვარაუდობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ სერტიფიცირებას და შეგვეძლება თურქეთში ხორცის ექსპორტის საგრძნობლად გაზრდა. ამასთან, თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ვილაპარაკეთ თაფლის ექსპორტზე. აგრეთვე ინვესტორების მოზიდვაზე სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა თხილის წარმოება. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთთან სოფლის მეურნეობის დარგში საკმაოდ სწრაფად გავაღრმავებთ ურთიერთობებს“, - აღნიშნაგიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ცერემონიაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები