ეკონომიკა

გიორგი ქობულია: „ავეჯის წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორი საქართველოში”

30.10.18 15:15


თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრი გიორგი ქობულია ავეჯისმწარმოებელი 12 უმსხვილესი თურქულიკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მათშორის, ზოგიერთი უკვე საქმიანობსსაქართველოში და სამომავლოდ წარმოებისგაზრდას და ექსპორტზე პროდუქციის გატანასაცგეგმავს.

შეხვედრა თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების – საგარეო ეკონომიკურიურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებითჩატარდა, მას ორგანიზაციის პრეზიდენტი ნაილოლფაქი და თურქეთი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი, აგრეთვე საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა დაესწრნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა მათ გააცნოსაქართველოში არსებული საინვესტიციოგარემო, აგრეთვე მიაწოდა დეტალურიინფორმაცია საქართველოს ავეჯისმწარმოებელთა და ზოგადად აღნიშნული ბაზრისგანვითარების შესაძლებლობებზე, ასევე იმგადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ქვეყნისმთავრობა უკვე ახორციელებს ან სამომავლოდაპირებს მიიღოს აღნიშნული სექტორისგანვითარების მიზნით.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, თურქეთისავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრაძალიან პროდუქტიული იყო. „მათ ძალიან დიდიენთუზიაზმი გამოხატეს საქართველოშიინვესტიციებთან დაკავშირებით ავეჯისწარმოების სექტორში, სხვადასხვა ტიპის ავეჯში.უკვე დღესვე გადაწყდა, რომ ისინი ჩამოდიანსაქართველოში 12-დან 15 ნოემბრამდე, რათაგანიხილონ კონკრეტული წინადადებები დაგვქონდეს კონკრეტული მოლაპარაკებები.

დიდიმედებს ამყარებენ საკმაოდ დიდი მასშტაბისწარმოებების აწყობაზე, რომლებიც მოემსახურებაარამარტო ჩვენს რეგიონალურ ბაზარს, არამედასევე საექსპორტო ბაზრებს, როგორიც არისევროპა და ჩინეთიც კი. ამიტომ ჩვენ დიდ იმედებსვამყარებთ ამაზე და გვგონია, რომ ავეჯისწარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთიმნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორისაქართველოში”- აღნიშნა ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები