ეკონომიკა

ქობულია: საქართველოსთვის სატრანზიტო მარშრუტები მომგებიანია

06.11.18 15:00


საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სინგაპურში ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ მიღებაში, რომელიც სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლებთან მაიკლ ბლუმბერგმა და ფორუმის დამფუძნებელმა პარტნიორებმა გამართეს.

საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატშიგამართულ „სარტყელისა და გზის“ პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე.

გიორგი ქობულიამ ფორუმის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლიშეასრულოს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და იქცეს რეგიონულ ჰაბად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანში.

მინისტრმა აღნიშნა, რომსაქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც მომგებიანია სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისათვის.

„ჩვენ, ასევე, ვცდილობთმაქსიმალურად განვავითაროთ რკინიგზისა და პორტების ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურისგანვითარება ხელს უწყობს ქართულ კომპანიებს გავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ეკონომიკური ფორუმი 2018 წელს ამერიკელმა მილიარდელმა მაიკლ ბლუმბერგმა პარტნიორებთან ერთად დაარსა. ფორუმის ინაუგურაცია და პირველიგახსნა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს სინგაპურში შედგა, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის 400-ზე მეტილიდერი მონაწილეობს. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავს დღეს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების განხილვას დამნიშვნელოვანი კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის, გლობალიზაციისა და ინოვაციების საკითხებზე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები