ეკონომიკა

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამატებითი მავთულხლართები გააბეს

14.11.18 13:50


ოკუპანტები გორის რაიონში ისევ გამოჩნდნენ.

„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, დამატებითი მავთულხლართები საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ, 13 ნოემბერს, სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ჯუკაანთ კარს შორის დაამონტაჟა.

ეს ერთადერთი წერტილი იყო, საიდაც ხელოვნური ბარიერი არ იყო დამონტაჟებული და ადგილობრივი მცხოვრებლები გამყოფი ხაზის ორივე მხრიდან, ერთმანეთთან კონტაქტს ახერხებდნენ.

შეგახსენებთ, ხურვალეთამდე ოკუპანტები ე.წ. საზღვრის მშენებლობის სამუშაოებს ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები