პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - პრემიერმა ივნისში აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ჭარბვალიანობის აღმოფხვრის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა

20.11.18 10:30


პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ივნისში აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ჭარბვალიანობის აღმოფხვრის მიმართულებით იქნებოდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა არის თანმიმდევრული იმ დაპირებისა, რომელიც გასცა პრემიერ-მინისტრმა, როდესაც პარლამენტის წინაშე წარსდგა.

„ჭარბვალიანობის შესახებ ძალიან დიდი ხანია საუბრობდა როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ისე პრემიერ-მინისტრი. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში, როდესაც საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი წარსდგა პარლამენტის წინაშე, სწორედ ჭარბვალიანობის თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრემიერმა საკუთარ სამთავრობო პროგრამაში გამოყო, და ჯერ კიდევ მაშინ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ამ მიმართულებით იქნებოდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. ჩვენ ვართ თანმიმდევრული იმ დაპირებისა, რომელიც გასცა პრემიერ-მინისტრმა და „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი არ დაეთანხმა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, რომლებმაც აღნიშნულ ინიციატივას ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა უწოდეს და განაცხადა, რომ ეს არის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ინიციატივა, რომლის დაფინანსება ბიუჯეტიდან არ ხდება, და, შესაბამისად, არ შეიძლება იყოს განხილული როგორც ზეწოლა ამომრჩევლებზე.

წყარო: interpressnews.ge

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები