ეკონომიკა

„გამწვანების მიმართულებით არსებულ ბიუჯეტს 5 მილიონი დაემატება" - კალაძე

21.11.18 13:15


„გამწვანების მიმართულებით არსებულ ბიუჯეტს 5 მილიონი დაემატება", - თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის შესახებ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა 871 მილიონი ლარია, ამაში შედის მერიის შემოსავლები და გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტი.

„ორივე კომპონენტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარით მეტია. უნდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტი ჩვენ გვაქს 912 მილიონი. აქვე ვაძლევ პირობას მოსახლეობას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმაზე მეტი იყოს ბიუჯეტი, ვიდრე მიმდინარე წლის დაზუსტებული ბიუჯეტი, რომ შევძლოთ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქისთვის", - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, ინფრასტუქტურული პროეტების კუთხით დაგეგმილი ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 340 მილიონი ლარი. ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ხარჯები 21 მილიონით იზრდება და მთლიანობაში იქნება 327 მილიონი ლარი. მისი თქმით, ამ თანხაში შედის ასევე 11 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულება, რომელიც მერიამ უკვე დააანონსა.

კალაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ეკოლოგიური ხარჯები.

„თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეკოლოგიური მიმართულების გამოსწორებაა. ეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროექტის განხორციელებით არის შესაძლებელი, თუმცა გამწვანების მიმართულებით არსებულ ბიუჯეტს 5 მილიონი დაემატება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ქალაქის მასშტაბით. ამას დროდადრო მოგაწვდით და გეტყვით", - განაცხადა კალაძემ.

წყარო: liberali.ge

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები