ეკონომიკა

ანა მიქელაძე: გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა

24.11.18 10:15


ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა. მისივე თქმით, გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი არის მიმდინარე და ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლიათ, 25 ნოემბრის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართონ, რომელიც ვალდებულია ყველა ასეთი შეტყობინება რეგისტრაციაში გაატაროს.

როგორც მიქელაძემ განმარტა, რეგისტრირებული განცხადებების და სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის პირობების დაცვით გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას შეადგენს.
“საბოლოოდ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 26 ნოემბრისა ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ყველა ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში, გამოიკვრება საარჩევნო უბანში და ასეთი ამომრჩევლები ხმას მისცემენ მხოლოდ ერთხელ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

წყარო: kvira.ge

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები