ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა

24.11.18 12:15


ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკა არის გამართული და ქვეყანა სწორ გზაზე დგას.

როგორც მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, თითქმის ყველა მაჩვენებელი გაუმჯობესებულია როგორც პროცენტულად, ასევე ხარისხობრივად.ფინანსთა მინისტრის მონაცემებით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო მაღალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ხარისხიანი ინვესტიციების მაჩვენებელი.

“ვისაუბროთ ტემპებზე. შეიძლება სხვა რამეებზეც იყოს პრეტენზიები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რაკი მიზანი შორს არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზიდან უნდა გადავუხვიოთ, რადგან მიზანს კიდევ უფრო დავშორდებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები