ეკონომიკა
26.11.18 12:15
“ქვემო ქართლი, ტრადიციულად, არის საქართველოს ერთ-ერთი ინდუსტრიული რეგიონი, შესაბამისად, როგორც მინისტრს, მაინტერესებს ხალხის აზრი, თუ რა პრობლემებია დღეს აქ ეკონომიკური კუთხით და რით შეიძლება, რომ ამ რეგიონს დავეხმაროთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ რუსთავში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი ქობულიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის ფორმატში საუბარი, რადგან უშუალო კომუნიკაცია ხელს უწყობს მათ წინაშე არსებული საკითხების სწრაფ გადაწყვეტას.
„ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა იმ ფორმატის შეხვედრებს შორის, რომელთა ჩატარებაც რეგიონებში რამდენიმე თვის წინ დავიწყე და ამას გავაგრძელებ მომავალშიც”, – აღნიშნა მინისტრმა. მეწარმეებთან შეხვედრაზე.
გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ ინტერესს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით. მისი თქმით, ის რესურსები, რაც ქვემო ქართლის რეგიონს გააჩნია ამ მიმართულებით, მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული და გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები, თუმცა, ნამდვილად არ მინდა მონოლოგის რეჟიმში გესაუბროთ ამაზე. ჩემი ჩამოსვლის მიზანი დიალოგის რეჟიმში თქვენთან კომუნიკაცია და იმ ეკონომიკური გამოწვევების განხილვაა, რაც დღეს თქვენ წინაშე დგას. მინდა ვისაუბროთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე”, – განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მეწარმეებს.
გიორგი ქობულიამ მათ მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ დასვენების დღეს ამდენი ადამიანის შეკრება, მთავრობასთან რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, მისთვის მართლაც შთამბეჭდავია.
„ეს იმას ნიშნავს, რომ გული შეგტკივათ ამ რეგიონზე, გსურთ, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, რაც ჩვენც გვაძლევს სტიმულს და იმედს, რომ ერთმანეთის თანადგომით, შევქმნით უკეთეს ეკონომიკურ მომავალს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსთავში გამართულ შეხვედრას გიორგი ქობულიასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24