ეკონომიკა

საქართველოს ბანკმა GGF -ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

31.12.18 16:00


საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ასევე მსხვილი ბიზნესებისა და საჯარო სექტორის გაძლიერების მიზნით GGF-ისგან (Green for Growth Fund) 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მოიპოვა.

GGF-ის 5 წლიანი ფულადი რესურსი მიმართული იქნება საქართველოში არსებული საწარმოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო სექტორის ერთეულების საბრუნავი კაპიტალისა და საინვესტიციო საჭიროებების დაფინანსებისკენ. საქართველოს ბანკი ასევე დააფინანსებს იმ ენერგოეფექტურ პროექტებს, რომლებიც 20%-ზე მეტი ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ GGF-თან ერთად მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით მომხმარებლებისათვის. ეს ჩვენი მეორე წარმატებული თანამშრომლობაა და საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები