ეკონომიკა

გიორგი ქობულია: „2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 20%-ით არის გაზრდილი“

04.01.19 13:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია.

„საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდულ ზრდასთან ერთად, რომელმაც დაახლობით 8,7 მილიონი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ეს მაჩვენებელი შარშანდელზე 20 პროცენტით მეტია“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ „რუმსში“ გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა არამარტო ვიზიტორების, არამედ ტურისტების - ყველამ ვიცით, რომ ვიზიტორი არის ქვეყანაში ერთი დღით შემოსული ადამიანი, ხოლო ტურისტიარის ის ვიზიტორი, ვინც ჩვენს ქვეყანაში ერთ დღეზე მეტ ხანს რჩება. 2018 წელს საქართველოში შემოსული 8.7 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან 5 მილიონი ტურისტი იყო, რაცძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება არამხოლოდ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ იზრდება მათგან მიღებული შემოსავლებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ საქართველოში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი (+80%), სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები(+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%), იტალია (+30%) და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები