საზოგადოება

2020 წლისთვის საგამოცდო პროგრამა სკოლის პროგრამას მაქსიმალურად დაუახლოვდება

28.01.19 16:10


2020 წელს ახალი მოდელის მთავარი პრინციპი იქნება ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი საგამოცდო სისტემის ახალი მოდელის პრეზინტაციის დროს განაცხადა.

„2020 - ში ახალი მოდელის მთავარი პრინციპი იქნება ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოება. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე პირველ რიგში რაც გვჭირდება სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი.

სკოლის როლის დაბრუნებიუს გარეშე მაღალი განათლების ხარისხის საუბარი ზედმეტია.

ბავშვებსა და მშობლებს ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე. არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგარი მომზადება სჭირდებოდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აუცილებელია, სკოლამ თავისი ფუნქცია დაიბრუნოს.

მინისტრის თქმით, ბავშვებსა და მშობლებს ორიენტირი არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე ჰქონდეთ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები