საზოგადოება
28.01.19 16:30
საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის ვიზიტი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, პირველი შეხვედრა ევროკომისიის დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან გიორგი ჩოგოვაძესთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაციისა და ტურიზმის განვითარების საკითხებს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი ჩოგოვაძემ ჰენრიკ ჰოლოლეის ის პროგრესი და განვითარების გეგმები გააცნო, რომლებიც საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიმართულებით არსებობს.
,,ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ საქართველოში ახალი ავიაკომპანიები, რადგან პირდაპირი კავშირი ევროპასთან ნიშნავს მგზავრთნაკადის მნიშვნელოვნად ზრდას, რაც როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე პოლიტიკური მიზნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის განცხადებით, გასულ წელს საქართველოში ავიაციის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია.
,,ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალ დირექტორთან. ავიაციის მიმართულებით გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მგზავრთნაკადი ქვეყნის აეროპორტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ვითარდება თბილისის აეროპორტი. აქტიური სამუშაოები მიდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია და მგავრთნაკადის საგრძნობი ზრდა ფიქსირდება. ვისაუბრეთ, ასევე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზე. რადგან სწორედ აეროპორტები იზიდავენ ავიაკომპანიებს და საშუალებას აძლევენ მგზავრებს იმოგზაურონ სხვადახვა ქვეყნებში. რაც თავის მხრივ საქარველოში მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალებას იძლევა“,- განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24