საზოგადოება

პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს

29.01.19 12:00


თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 28 იანვარს ხიდიდან მდინარე მტკვარში კაცი გადახტა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

პოლიციის თანამშრობლებმა კაცი გადაარჩინეს, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები