საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

29.01.19 16:45


გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე 2019 წელს კვლავ აგრძელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტო​დან აცნობეს, ​მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა:

21 იანვარს წერეთლის გამზირზე 1.7-ჯერ, ვაშლიჯვარში 1.4-ჯერ, ბათუმში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ქუთაისში 1.5-ჯერ;

22 იანვარს – ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ და წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ;

23 იანვარს – ქ.ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ბათუმში უმნიშვნელოდ.

24, 25, 26 და 27 იანვარს განვითარებული სინოპტიკური პროცესის, კერძოდ, უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება.

წერეთლის გამზირზე 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.6-ჯერ; 25 იანვარს – წერეთლის გამზირზე 2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.4-ჯერ, ქუთაისში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ; 26 იანვარს – ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ვარკეთილში 1.2-ჯერ, ქუთაისში 1.7-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირსა და ბათუმში 1.6-ჯერ; 27 იანვარს – წერეთლის გამზირზე 2.4-ჯერ, ბათუმში 1.8-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირზე, vარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში – 1.9-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში უმნიშვნელოდ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: თემქა, მე-9 კვარტალი, N-133-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე , თემქა, მე-9 კვარტალი, თემქა, მე-10 კვარტალი, N-22-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ჩარგლის ქ.N47-ი.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ცნობისათვის, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

ამასთანავე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი პორტალი – www.air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს ამავე პორტალზე.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები