საზოგადოება

პოლიციელისთვის ქრთამის მიცემა დაკავებით დასრულდა

21.07.16 17:35


ბორჯომის რაიონში ტყის უკანონო გაჩეხვისთვის ქრთამის მიცემის მცდელობა ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს ხე-ტყის მასალა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს ქრთამის სახით 200 ლარი შესთავაზეს, რათა მათ გადამუშავებული მასალის რეალიზებაში ხელი არ შეეშალათ.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ჯარიმით ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები