საზოგადოება

საქართველოში თურქეთის ელჩი განათლების სამინისტროში მივიდა

21.07.16 18:05


თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, თურქეთის ელჩი უწყებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.

არსებული ინფორმაციით, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდება.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ელჩის სტუმრობა არანაირად არ უკავშირდება ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები