საზოგადოება

საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა უპრობლემოდ ხორციელდება

21.07.16 18:55


საგანგებო მდგომარეობა თურქეთში საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლაზე არ ასახულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ქართულ ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით.

თურქეთში სამი თვით საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე გუშინ საღამოს ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღეს.

„თურქეთზე არანაირი შეზღუდვა არ არის. რეისები ჩვეულებრივ, გრაფიკით ხორციელდება. თუ რაიმე შეფერხება იქნება ამინდის ან სხვა რაიმეს გამო — ეს სხვა საქმეა“, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომელმა.

თუ რა ხდება სარფის საბაჟოზე, არის თუ არა საცობი, როგორი ამინდია, შეიძლება იხილოთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

15 ივლისს ღამით თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. მეორე დღეს ხელისუფლებამ ბუნტის დასრულების შესახებ განაცხადა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები