ეკონომიკა

საბანკო სესხების მოცულობამ 26.5 მლრდ შეადგინა

26.03.19 12:45


კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2019 წლის თებერვალში იანვართან შედარებით 52.2 მლნ ლარით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 26.5 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 66.6 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 14.4 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 2.1 პროცენტით ნაკლები).

2019 წლის თებერვლის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 96.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 14.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.95 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.52 პროცენტული პუნქტით).




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები