საზოგადოება

ამინდი საქართველოში: წვიმიანი უქმეები

22.07.16 15:25


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე ხანმიკლე წვიმებია მოსალოდნელი.

22 ივლისი

დასავლეთ საქართველოს უმრავლეს რაონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია სეტყვა. ქარი სიჩქარე წამში 10-15 მეტრს შეადგენს, აღმოსავლეთით კი, თბილისის ჩათვლით, წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით-24-29. მაღალ მთაში ღამით პლიუს 11-16 იქნება, დღისით კი-20-25 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით 19-24 გრადუსი იქნება, დღისით კი-31-36. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 9-14გრადუსი სითბო, დღისით-20-25.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 23 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი 32.

23 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოშიმოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. აღმოსავლეთით კი, თბილისის ჩათვლით, წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 17-22 გრადუსი სითბო, დღისით კი-24-29. მაღალ მთაში ღამით 8-13 გრადუსი იქნება, დღისით კი-21-26. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით პლიუს 17-22 გრადუსი იქნება, დღისით კი-27-32. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი, დღისით კი-18-23 გრადუსი სითბო.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღმით 20 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი-32.

24 ივლისი

მთელ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვა. ქარის ძალა წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

ღამით დასავლეთ საქართველოში ბარში მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით კი-24-29. მაღალ მთაში ღამით 7-12, დღისით კი-18-24 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 16-21 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი-26-31. მაღალ მთაში ღამით 7-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი-18-23.
თბილისში ხანმოკლე წვიმა იქნება. ღამით 19 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი-31.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები