საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი ორსართულიანი ელექტრომატარებლის პრეზენტაციას დაესწრება

22.07.16 15:35


„ბათუმი ცენტრალში“ დღეს შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმიისტრაციიდან აცნობეს, პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი, ს/ს „საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ს/ს „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ს/ს „საქართველოს რკინიგზამ” კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა. ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემებით შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. მატარებლები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.​


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები