საზოგადოება

დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და პოლიციელებს ბოდიში მოუხადა

31.05.19 14:45


გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ წაყენებული ბრალი აღიარა და პოლიციელებს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.

როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს.

„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსს, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი. მე მათ ბოდიშს ვუხდი, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და არ არის გამორიცხული, მოსამართლემ დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.

დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები