საზოგადოება

ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დღეს გამოცხადდება

03.06.19 10:45


ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას დღეს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

სხდომის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებისათვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართება.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე განაჩენი ერთი წლის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილისმკვლელობა, სასამართლომ ის მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები