ეკონომიკა

საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრე 1,7 მეგავატით გაიზარდა

28.06.19 11:45


იმერეთში „გუმათი 1“-ის ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრეგატის რეკოსტრუქცია დასრულდა, რის შედეგადაც სადგურის სიმძლავრე 11–დან 12,7 მეგავატამდე გაიზარდა, ნათქვამია ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia–ს განცხადებაში.

„გუმათი 1“ ქუთაისთან ახლოს, მდინარე რიონზე მდებარეობს.

ჰიდროელექტროსადგურზე სულ დადგმულია 11,5 მეგავატი სიმძლავრის ოთხი ჰიდროტურბინა და ოთხი ჰიდროგენერატორი, რომლებიც 1950–იანი წლების ბოლოს დაიდგა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ საქართველოში არსებული სიმძლავრეები, მით უმეტეს, როცა საუბარი უკვე არსებული ჰესების მოდერნიზებას ეხება. „გუმათჰესი 1“-ში ჩვენს მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს ამ ჰესის გამომუშავება და საპროექტო სიმძლავრე გავზარდოთ. „ენერგო-პრო“ აგრძელებს მის მფლობელობაში არსებულ ჰესების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც ვახორციელებთ,“ – აღნიშნა კომპანიია გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.

„გუმათი 1“–ის ჰიდროაგრეგატის სრული რეკონსტრუქცია დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა. კომპანიამ პროექტში 7 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

ჰიდროაგრეგატის რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი დეტალები ევროპაში დაპროექტდა. ნაწილები საქართველოში შემოიტანეს.

რეკონსტრუქცია და მონტაჟი ადგილზე შეასრულეს Energo-Pro Georgia–ს თანამშრომლებმა.

დღეისთვის კომპანია Energo-Pro Georgia–ს საკუთრებაში სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაა — „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" (UEDC) (780 ათასი მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია" (95 ათასი მომხმარებელი), „კახეთის ელექტროდისტრიბუცია (130 ათასი მომხმარებელი) და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების რიცხვი დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები