ეკონომიკა

მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა

28.06.19 13:00


მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, პირველი 5 თვის ზრდის საშუალომ კი 4.9% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

5 თვეში ექსპორტი 14.2%-ით $1.467 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 3.6%-ით $3.493 მლრდ-მდე შემცირდა.

მაისში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 1.8%-ით 4775-მდე გაიზარდა. დღგ-ს გადანხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 13.1%-ით 6.93 მლრდ ლარამდე.

მაისში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილმა 895 მლნ, ხარჯვითმა ნაწილმა კი 802 მლნ შეადგინა.

4.7% იყო ზრდა 2018 წელსაც.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები