პოლიტიკა

"საქართველო არ მაინტერესებს, აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე - რუსეთი" - ხაჯიმბამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა

27.08.19 10:00


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ „დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება.“ , აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ეხმაურება, რომელიც გუშინ ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და მეორე ტურშიც გადავიდა:

„იცით, ამ სიტუაციაში საქართველო არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს ჩვენი სახელმწიფოსათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“- განაცხადა ხაჯიმბამ. მან ასევე დასძინა რომ აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე - რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა მუშაობბს, ყველაფერ დანარჩენს კი ხაჯიმბამ „ცარიელი სიტყვები“ უწოდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები