პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე მიულოცა

27.08.19 10:30


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის ვიცე პრეზიდენტს შორის ძალიან თბილი საუბარი შედგა, რომლის დროსაც სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დაგმობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

ქალბატონმა მეჰრიბან ალიევამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და გამოთქვა სურვილი მათი კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები