პოლიტიკა

ბახტაძე, იზორია, გახარია - მოსახსნელი მინისტრები და ბუნტისთვის მზადება „ოცნებაში“

27.08.19 14:00


კართან მოდგა შემოდგომა და, როგორც ვარაუდობენ, სექტემბრის პირველივე დეკადაში ბევრი მაღალჩინოსნი პოსტს დაემშვიდობება, ანუ თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ თანამდებობას უეჭველი დატოვებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც მომავალ ორშაბათს, ესე იგი, 3 სექტემებრს პარლამენტში ელოდებიან. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ პარლამენტის საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე განაცხადა, სამ სექტემებრს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით წარვსდგებიო.

როგორც კულუარებში ამბობენ, ორშაბათს პარლაენტში დიდი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი. უფრო მეტიც, „ოცნებიდან“ გამოჟონილი ინფორმაციებით, ბახტაძის წინააღმდეგ ბუნტს თავად უმრავლესობის წევრები დაიწყებენ. ყველაფერ ამით კი საპარლამენტო ოპოზიცია ისარგებლებს და პრემიერი იძულებული გახდება, რომ თანამდებობა დატოვოს.

სხვათა შორის, იმისთვის, რომ ეს სცენარი ამუშავდეს აუცილებელია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა. რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს. ამიტომ, თუ ამ დღეებში ქალბატონი ზურაბიშვილი იტყვის, რომ სამ სექტემებრს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დადგება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება დასახელდეს ბახტაძის შემცვლელად, განიხილება რამდნენიმე კანდიდატურა, მაგალითად, გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი. ასევე, არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ თუ ივანიშვილი პრემიერად გახარიას არ დაასახელებს, მაშინ საპარლამენტო უმრვალესობა ამ პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენს და ეს დეპუტატი ოთარ დანელია იქნება.

ბახტაძის გარდა, კულუარული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება კიდევ რამდენიმე მინისტრს მოუწევს. ასე, მაგალითად, როგორც ჩვენ გვეუბნებიან პრატიკულად, გადაწყვეტილია, რომ შეიცვლება თავდაცვის მინისტრი. ზოგადად, ლევან იზორიას მიმართ საზოგადოებრივი აზრი დადებითი არ არის. უფრო მეტიც, ის ერთგავარად ოდიოზური ფიგურაცაა და ყველაფერი კი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,, სანამ თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, ანუ ამ თანამდებობაზე იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო და სწორედ მაშინ გაეხვა „ნარუშილოვკების სკანდალში“. იზორიამ თავი, რა თქმა უნდა, ვერც თავდაცვის უწყებაში გამოიჩინა და, როგორც პროფესიონალი სამხედროები ამბობენ, მან ქართული ჯარი, პრინციპში, დაასამარა.

იზორიას და ბახტაძის გარდა, კულუარული ინფორმაციითვე თანამდებობებს გამოემშვიდობებიან ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. ზალკალიანის ადგილს, დიდი ალბათობით, აშშ-ში საქართველოს მოქმედი ელჩი დავით ბაქრაძე დაიკავებს, რომელსაც ზოგი „ოცნებელი“, თურმე, პრემიერობაზეც ლობირებდა, მაგრამ იმ ბრძენს კაცს საბოლოოდ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ბაქრაძე კარგი პრემიერი ვერ იქნება, რადგან ეკონომიკური გამოცდილება არ აქვს და ჯობია, ისევ დიპლომატიურ უწყებას უხელმძღვანელოს. სოფლის მეურნეობისა და ინფრასქტუქტურების მომავალ მინისტრებზე კი, „ოცნება“ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

რაც შეეხება ბახტაძეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა, ისევ „საქართველოს რკინიგზაში“ დაბრუნდეს და უწინდებურად სამეთვალყურეო საბჭოს ჩაუდგეს სათავეში,

მთელ ამ სამთავრობო გადაადგილებებში ყველაზე საინტერესო ის არის, ვინ გახდება პრემიერი და ასევე, შს მინისტრი. დიდი ალბათობით, გახარია შესაძლოა, მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნობას დასჯერდეს. უმრავლესობაში, ასევე, გამორიცხავენ, რომ შს მინისტრად ღარბაშვილი დაბრუნდეს, გარდა ამისა, როგორც „ნიუპოსტს“ კულუარებში უთხრეს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და უშიშროების ყოფილ მდივანს ირინა იმერლიშვილს განიხილავს. თუმცა როგორც სჩანს, ეს მხოლოდ მმართველი გუნდის სურვილია.

„ნიუპოსტი“ ირინა იმერლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო. „მე ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და არ განვიხილავ სხვა თანამდებობაზე გადასვლას. ვერ გეტყვით საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, მსგავსი საუბრებიც კი არ ყოფილა“ - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები