პოლიტიკა

კახა კალაძე: არც ერთი განვითარებული ქვეყანა აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

27.08.19 15:20


„არც ერთი განვითარებული ქვეყანა ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც გაერთიანება უნდა იყოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ოკუპაციას წინსვლით და განვითარებით უნდა ებრძოლოს.

„არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ აღიარებს ამ ე.წ. არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს, საერთაშორისო დამკვირვებლები ჰყავდათ ჩაყვანილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომლებიც დროებით არის ოკუპირებული და ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები ამის წინააღმდეგ. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც უნდა იყოს გაერთიანება და ამ ძალით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას. ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ ჭკუით, განათლებით, წინსვლით, ეკონომიკური გაძლიერებით“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.





წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები