პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: რუსეთი 11 წელია, მარტოა დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში

27.08.19 16:20


რუსეთი 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებას, რომ „აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია“.

„რუსეთი უკვე 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში. მას მხოლოდ რამდენიმე, მათ მიერ სრულიად კონტროლირებადი რეჟიმი აჰყვა, როგორებიც არის სირია, ვენესუელა და ა.შ. არავინ მსოფლიოდან, არც ერთი ქვეყანა არ აჰყვა მათ და შეუერთდა რუსეთის მცდელობებს და არ მოექცა რუსეთის ზეწოლის ქვეშ, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარება მომხდარიყო.

პირიქით, პროცესი არის საპირისპირო, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ძალიან მყარად დგანან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“, –განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები