საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

08.10.19 13:20


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.

"7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები