პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა

22.10.19 15:50


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩევლებს შეხვდა.

როგორც “კვირას” საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინებით განიხილება.

პარლამენტი მუშაობს პარტიების დაფინანსების სისტემის, მედიაში დროის განაწილების, კამპანიის ჩატარების წესების, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების რეფორმაზე საარჩევნო კანონმდებლობაში.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები