საზოგადოება
31.10.19 12:20
თბილისის მერია კომპანია „სითი პარკისგან“, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, „სითი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ „სითი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია.
„ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი აქტივების შეძენით იმიტომ, რომ „სითი პარკს“ აქვს პარკირების მომსახურებისთვის ყველა საჭირო აქტივი. გვაქვს ინტერესი შევისყიდოთ ეს აქტივები, მათ შორის ევაკუატორები, სამკერდე კამერები. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებიდან გამომდინარე „სითი პარკს“ ცოტა ინერტულად მიჰყავს სამართლებრივი დავა. არ არის აქტუალურ ფაზაში შესული ეს დავა და არბიტრაჟშიც არ არის სარჩელი შესული.
სარჩელი სასამართლოში შეტანილია, დავაზე მათ ჯერ უარი არ უთქვამთ, მაგრამ არბიტრაჟში არ შეუტანიათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ხმალაძემ.
როგორც ხმალაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მას არ სურს საუბარი იმ თანხაზე, თუ რა შეიძლება გადაუხადოს მერიამ, „სითი პარკს“ აქტივების გამოსყიდვისთვის.
„ამ ეტაპზე არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან არ დასრულებულა მოლაპარაკებები. საუბარია იმ აქტივის შესყიდვაზე, რომელიც პარკირებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის ვიცე-მერის, ინფორმაციით, „სითი პარკთან“ მოლაპარაკებებს მერიის მიერ დაქირავებული ის კომპანია ახორციელებს, რომელსაც სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი გადაურიცხეს. თუმცა, როგორც ხმალაძე განმარტავს, კომპანია „ემ ჯი”-მ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაასრულა და მერიას მისი მეორედ დაქირავებაც დასჭირდა.
„სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ამ მოლაპარაკებებს. ორჯერ დავიქირავეთ ეს კომპანია. ერთხელ კომპანიას ვადა ამოეწურა და იმ ვადის ფარგლებში აწარმოა მოლაპარაკებები. მეორედ დაქირავებაც დაგვჭირდა და ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ზუსტად რა თანხაა გადახდილი კომპანიისთვის, წარმოდგენა არ მაქვს, ამ მომენტში არ ვიცი.
მეორე ეტაპი პირველ ეტაპთან შედარებით გაცილებით ნაკლები ხანგრძლივობის იქნება და მოლაპარაკების მოცულობაც ნაწილში, მცირეა“, - განაცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ პარკირებაზე ზედამხედველობის უფლება ჩამოართვა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ დროიდან პარკირებაზე ზედამხედველობას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.
„სითი პარკმა“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რაც კომპანიამ უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ „სითი პარკის“ სარჩელს სასამართლო დააკმაყოფილებს, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას შესაძლოა, კომპანიისთვის პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროს.
კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24