პოლიტიკა

"სოფელში შემოვიდნენ, ღობავენ და სოფელს ორად ყოფენ - ოკუპანტები გუგუტიანთკარში კვლავ გამოჩნდნენ

21.01.20 10:45


ოკუპანტები ისევ გააქტიურდნენ. უკანონო ინსტალაციები რუსმა ჯარისკაცებმა გუგუტიანთკარში არმარტეს.

შეიარაღებული პირები იმ ადგილზე გამოჩნდნენ, სადაც ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები იდგა. მათ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, მიშა ბალიაშვილი აცხადებს, რომ საოკუციო რეჟიმის წარმომადგენლების გამოჩენის შესახებ მათტვის გუშინ, საღამოს გახდა ცნობილი. მისი თქმით, ოკუპანტებს დაგეგმილი აქვთ სოფელ გუგუტიანთკარის ორნაწილად გაყოფა.

"გუგუტიანთკარსი გამოჩნდნენ ოკუპანტები და აპირებენ ბორდერიზაციის გაგრძელებას. სამართალდამდაცევი და ხელისუფლება თუ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევიდეთ და დავათვალიეროთ, აუცილებლად ვეცდებით სოფელში ჩასვლას. ჩხვენი ინფორმაციით სოფელში არიან შესულები და ღობავენ" - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან 100 მეტრშივე იღობება, მათი თქმით, მოსახლეობა ძალიან დაძაბულია.

"დაახლოებით 6 კაცი გამოჩნდა, ჩვენი სახელმწიფო არანაირ აქტივობაში არ არის. დასახლებულ პუნქტთან დაახლოებით 100-მეტრში იღობება ტერიტორია. მოსახლეობა რა თქმა უნდა დაძაბულია " - აცხადებს ადგილობრივი.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები