პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

21.01.20 11:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალასს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქართველმა პარლამენტარებმა ევროპელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ. ვრცლად მიმოიხილეს საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

“შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს, ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და „ბორდერიზაციის" უკანონო პროცესს.

ქართველმა კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საზოგადოების, პირველყოვლისა ევროკავშირის მხრიდან, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მათ შეხვედრისას, ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალასს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები