პოლიტიკა

კახა კალაძე გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე - ეს არის ის შედეგი, რაც 2008 წელს ჩვენი ხელისუფლების გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოიწვია

21.01.20 13:20


ეს არის ის შედეგი, რაც 2008 წელს ჩვენი ხელისუფლების გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოიწვია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციების აღმართვას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა შეჩერდეს.

„ეს კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან მძიმეა. დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე დიდი გამოწვევა რაც აქვს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული. ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი ჩართულობით შევაჩეროთ ეს პროცესები. ეს არის ის შედეგი, რაც 2008 წელს ჩვენი ხელისუფლების გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოიწვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები