პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

28.02.20 14:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან დაესუ ჩანგთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს კორონავირუსის (COVID-19) შესახებ და ადგილზე არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.

„კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ქალაქების და რეგიონების შესახებ, რომლებშიც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. აგრეთვე, განხილული იქნა ის ღონისძიებები, რომლებსაც კორეის რესპუბლიკის მთავრობა ატარებს დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც ატარებს საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები