პოლიტიკა

თბილისის მერი: თუ საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება

20.03.20 15:00


საჭიროების შემთხვევაში ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ იმოძრავებს - განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

"დღეს ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით. თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება", — აღნიშნა კალაძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები