პოლიტიკა

“საარჩევნო კოდექსის ცვლილებები შეიძლება, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, ან მასთან ერთად საერთო პაკეტში განვიხილოთ”

20.03.20 15:20


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, ყველაფერი გაკეთდება, რომ ამან საკონსტიტუციო განხილვებზე გავლენა არ იქონიოს. როგორც მან აღნიშნა, ამ თემაზე ოპოზიციასთანაც შედგა კომუნიკაცია.

„ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე. ერთ-ერთ მეთოდს გაგიმხელთ, რაზეც ვილაპარაკეთ – საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება, განხილული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან მასთან ერთად საერთო პაკეტში. მსგავსი მიდგომებით შეიძლება, შემჭიდროებულ ვადებში სწრაფად მივიღოთ საკონსტიტუციო პროექტი და ამას უკვე კონსტიტუციური ცვლილება დავარქვათ.

სანერვიულო არაფერი გვაქვს. გვჭირდება გაცილებით მოკლე ვადა იმისთვის, რომ ოპოზიციასთანაც შევთანხმდეთ ამ მიდგომაზე. უკვე ვისაუბრეთ, გვქონდა კომუნიკაცია და ამ მხრივ, არანაირი პრობლემები არ შეიქმნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები