პოლიტიკა

"ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს" - გიორგი გახარია

23.03.20 10:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ავიახაზების დირექტორი ელოდება მხოლოდ იმას, რომ მეტი გადაუხადონ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

"მე ვფიქრობ, რომ აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავწიყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ აკსირებს სახელმწიფო, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კომპანიები იქნებიან სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. აი ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან", - განაცხადა მან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები