პოლიტიკა
23.03.20 10:45
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პოსტივის” ეთერში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის მუშაობის სპეციფიკაზე და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენი სურვილია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტში მაქსიმალურად კონსტრუქციული გარემო იყოს. ამისთვის უმრავლესობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ოპონენტებზე. შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, საგანგებო სესიის რეჟიმში პარლამენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ სტანდარტული გრაფიკით აღარ ვმუშაობთ, არამედ საჭიროებისამებრ შევიკრიბებით, ანუ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულება, რომელიც საარჩევნო რეფორმის მიმართ ავიღეთ, შევასრულოთ. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე, რომლის საფუძველზეც უნდა ჩატარდეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ვალდებულება და შეთანხმება შესრულდეს. ჩვენ დავითვალეთ მაქსიმალურად მჭიდრო ვადები თუ რა დროში იქნება შესაძლებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ეს ვადები გავიარეთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ შევჯერდით ყველა ერთად, რომ გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც წესით ვერ უნდა შეუშალოს ხელი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ვირუსთან დაკავშირებული პრობლემა მალე გადაიჭრება, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში დავამტკიცოთ ცვლილებები და ამის შემდგომ გადავალთ უკვე საარჩევნო კამპანიაზე. აქაც ბუნებრივია, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ამაზე გავლენას ზოგადი ტენდენციები ახდენს. თუმცა არის ოპტიმიზმის საფუძველი და იმედი მაქვს, რომ უკვე ზაფხულის ბოლომდე დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები და დაახლოებით ივლისიდან დაიწყება აქტიური წინასაარჩევნო კამპანია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24